"Georgian Airways" სპეცრეისებს პატრიარქის ნაჩუქარი ხატით შეასრულებს

07-04-2020 12:57:38 საზოგადოება

ავიაკომპანია Georgian Airways-ის განცხადებით, ახალი კორონავირუსის პანდემიისას უცხოეთიდან საქართველოში თანამოქალაქეების ჩამოსაყვანად დანიშნულ სპეცრესიებს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორის ნაჩუქარ ხატთან ერთად შეასრულებს.

როგორც ავიაკომპანიის დირექტორი რომან ბოკერია სოციალურ ქსელში წერს, ხატი უკვე აიტანეს ერთ-ერთი თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც თბილისი– ათენი– თბილისის მიმართულებით რეისს დღეს შეასრულებს.

"ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ჩემო დებო და ძმებო! დღეს 7 აპრილს, ხარება დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ „ჯორჯიან ეარვეისის“ სახელზე კურთხეული და კომპანიისათვის ნაჩუქარი ხატი აბრძანდა ჩვენს ბოინგ 737-800 ბორტზე. პატრიარქის ნაჩუქარი ხატი დღეს დილით 9:00 საათზე სპეც რეისით გაფრინდა თბილისი - ათენი - თბილისის მიმართულებით და დაიცავს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიან დაბრუნებას სამშობლოში. ეს ხატი იქნება ყველა სპეც რეისზე, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას სამშობლოში",– წერს ბოკერია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები