Accentnews.ge
COLUMBIA SHIPMANAGEMENT საქართველოს მოქალაქეებს 800 ევროდ დასაქმებას სთავაზობს

COLUMBIA SHIPMANAGEMENT საქართველოს მოქალაქეებს 800 ევროდ დასაქმებას სთავაზობს

07/06/2019 08:15:20 ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და კომპანია „ქოლუმბია შიპმენეჯმენტის" შეთანხმების თანახმად, კომპანია საქართველოს მოქალაქეებს საკრუიზო გემებზე დაასაქმებს. 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე იგეგმება 18-დან 40 წლამდე 50 ადამიანის დასაქმება ბარმენის, მიმტანის და „ჰაუს-ქიპერი"-ს პოზიციებზე, მინიმალური ანაზღაურება 800 ევროს შეადგენს. 

ამასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს შერჩეული 20 გოგონასთვის გემზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საბაზისო წვრთნის და პერსონალის მომზადების უფასო კურსებს. 

დასაქმებისთვის ძირითადი მოთხოვნაა საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური ენის ცოდნა. უპირატესობა მიენიჭება გამოცდილების მქონე პირებს. შერჩეული კანდიდატები მეორე ეტაპზე „ქოლუმბია შიპმენეჯმენტი"-ს წარმომადგენლებთან გაივლიან გასაუბრებას. 

„ქოლუმბია შიფმენეჯმენტი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მაღალი რეპუტაციის მქონე გერმანული კომპანიაა, რომელსაც დღეის მდგომარეობით მსოფლიო მასშტაბით 14 საკრუიზო კომპანია აქვს, ახორციელებს 380 გემის მენეჯმენტს, ჰყავს 20 საკრუიზო გემი და იახტა და დასაქმებული ჰყავს 15000 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S