Accentnews.ge
აფხაზეთი რუსეთთან დე ფაქტო საზღვარს 20 აპრილამდე სრულად კეტავს

აფხაზეთი რუსეთთან დე ფაქტო საზღვარს 20 აპრილამდე სრულად კეტავს

07/04/2020 15:59:39 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა განკარგულებას 8 აპრილის 00:00 სთ-დან 20 აპრილამდე რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის მოქალაქეთა ყველა კატეგორიისთვის სრულად ჩაკეტვის თაობაზე.

მანამდე შეზღუდვა მხოლოდ უცხოელებსა და ე,წ, მოქალაქეობის არმქონე პირებს ეხებოდათ.

ფსოუზე გამავალი დე ფაქტო საზღვრით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ მხოლოდ აფხაზეთში აკრეტიდებულ დიპლომატებს, რუს სამხედროებს, საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელ მძღოლებს.

ცნობისთვის: მდინარე ენგურზე დე ფაქტო საზღვარი 14 მარტიდანაა ჩაკეტილი.

• 28 მარტს ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა განკარგულებას 20 აპრილამდე აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S