Accentnews.ge
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

07/04/2020 16:43:55 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა.

პაციენტს ტესტირება გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

მანამდე გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ დღეის მდგომარეობით, ტესტირება ოკუპირებულ რეგიონში სულ 86 პირს ჰქონდა ჩატარებული და ვირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

ცნობისთვის: 30 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრ ქალბატონს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ჩავიდა და იმავე დღეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნა გადმოყვანილი. ტესტირება მას უკვე ზუგდიდში ყოფნისას ჩაუტარდა და ინფიცირებაც დაუდასტურდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S