2020 წლის ყველაზე დიდი მთვარე ცაზე გასულ ღამეს ანათებდა

08-04-2020 10:48:56 ეს საინტერესოა

2020 წლის ყველაზე დიდი და კაშკაშა მთვარე ცაზე გასულ ღამეს ანათებდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სუპერმთვარედ დედამიწის თანამგზავრი მაშინ ითვლება, როცა პლანეტასთან უმოკლესი დისტანციის 10%-ის ფარგლებში მდებარეობს. აპრილის მოვლენა წლის ყველაზე ახლომდებარე სუპერმთვარეა, მას ასევე „ვარდისფერ მთვარეს“ უწოდებენ, იმ ყვავილების საპატივცემულოდ, რომლებიც გაზაფხულის მეორე თვეს ყვავის.

ასტრონომების თქმით, სუპერმთვარე ყოველ თვეს ფიქსირდება, მაგრამ 2020 წლის ოქტომბერში ის ცაზე ორჯერ - 1 და 31 რიცხვში გამოჩნდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები