კილაძე დეკანოზ მამალაძეს შეხვდა

08-04-2020 16:13:33 სამართალი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ პირობებს გაეცნო და ბრალდებულებს შეხვდა.

როგორც საქართველოს პარლამენტის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებული რელიზიდან ირკვევა, კილაძე პირისპირ ესაუბრა მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

„როგორც საკუთარი თვალით ვნახე, პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული. სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ და მათი უფლებები ყველა მიმართულებით დაცულია. მინდა დავამშვიდო მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, პენიტენციური სისტემის ადმინისტრაცია ყველა მიმართულებით ძალიან კარგად ზრუნავს მათზე. აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს, რომლებიც კარანტინის პირობებში საკუთარ ოჯახებს მოწყდნენ და ზრუნავენ პატიმრებზე. ისინი ნამდვილად იმსახურებენ დიდ პატივისცემას“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები