აფხაზეთში მოზარდი გარდაიცვალა, ჩატარდა ტესტი კორონავირუსზე

08-04-2020 16:31:05 კონფლიქტები

გასული ღამით ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის კლინიკაში მოზარდი გარდაიცვალა. ოპერატიული შტაბის ცნობით, გარდაცვლილს ახალი ტიპის კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, რომლის პასუხი ჯერ უცნობია.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და მაშინვე რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ცნობილია ასევე, რომ მანამდე, 3 აპრილს მოზარდი კუჭ-ნაწლავის ინფექციის დიაგნოზით ე.წ. ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო შეყვანილი და იმ მომენტისთვის გრიპის სიმპტომები არ უვლინდებოდა და უკვე 2 დღეში, 5 აპრილს გაწერეს.

შტაბში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პაციენტი დაბადებიდან იტანჯებოდა ქრონიკული დაავადებებით და ახანტრძლივი დროის განმავლობაში წოლით რეჟიმში იმყოფებოდა.

• ცნობისთვის: ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოკუპირებულ რეგიონში გუშინ, 7 აპრილს დადასტურდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები