
აფხაზეთში დე ფაქტო საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელი გადააყენეს
08/04/2020 13:37:42 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ადგურ აგრბამ საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი ნონა სმირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
დე ფაქტო უწყების ვებ-გვერდზე ამ გადაწყვეტილების მიზეზად სმირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არასათანადოდ შესრულება, ასევე რიგი სს საქმეების გამოძიების ორგანიზებაზე კონტროლის არარსებობა სახელდება.