
"ეკლესიაში შეჭრა და მრევლის ქეჩოთი გამოყვანა ამ წუთში პოლიციის მიმართულება არაა"
08/04/2020 16:16:27 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, კანონის წინაშე იმუნიტეტი არავის აქვს და ვრცელდება ყველაზე, მათ შორის სასულიერო პირებზე.
"თუ თქვენი მოწოდებაა, რომ პოლიცია შევიდეს და მრევლი გამოიყვანოს ქეჩოთი ეკლესიიდან, ეს არაა ამ წუთში პოლიციის მიმართულება, არ უნდა იყოს და ეს სწორია", - უთხრა "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანს იუსტიციის მინისტრმა.
დღეს საქართველოში მოქმედი საგანგებო რეჟიმის მიხედვით, აკრძალულია სამ პირზე მეტი ადამიანის შეკრება.