აფხაზეთში COVID-19-ის მეორე შემთხვევა დადასტურდა

08-04-2020 21:08:43 კონფლიქტები

აფხაზეთში COVID-19-ის მეორე შემთხვევა დადასტურდა. პაციენტს კონტაქტი ჰქონდა პირველ ინფიცირებულთან, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა. მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, იგი თვითიზოლაციის რეჟიმში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებს.

რაც შეეხება პირველ პაციენტს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასევე საშუალო სიმძიმისაა, - იუწყება დე ფაქტო ხელისუფლების ოპრეატიული შტაბი.

მისივე ინფორმაციით, პირველ ინფიცირებულთან შემხებლობაში მყოფ პირთაგან კიდევ 5-ის ტსტებმა კორონავირუსზე უარყოფითი შედეგები აჩვენა.

რაც შეეხება გარდაცვლილ მოზარდს, COVID-19-ზე მისმა ტესტმა ასევე უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ცნობისთვის: ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოკუპირებულ რეგიონში გუშინ, 7 აპრილს დადასტურდა.

Новости

Другие новости