ცერცვაძე: "კორონავირუსმა ზედაპირზე შეიძლება, 9 დღე გაძლოს"

08-04-2020 22:37:31 ციტატა

"ოფიციალურად, ვირუსმა ზედაპირზე შეიძლება, 9 დღე გაძლოს. ამიტომაა, რომ გვთხოვენ, დაამუშავეთ სველი წესით და სადეზინფექციო ხსნარებით".

ამის შესახებ ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ახალი ტიპის კორონავირუსზე საუბრისას "იმედის" ეთერში განაცხადა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 2011 შემთხვევა დასტურდება, მათგან 50 პაციენტი განიკურნა, 3 კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები