Accentnews.ge
ლენტეხსა და ცაგენრში თერმოსკრინინგი დაიწყება

ლენტეხსა და ცაგენრში თერმოსკრინინგი დაიწყება

09/04/2020 10:28:30 საზოგადოება

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, იმ სოფლებში სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკია, მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყება. მისივე თქმით, ლენტეხსა და ცაგერში ე.წ. ბლოკპოსტები განთავსდება.

„სამწუხაროდ, გუშინ ლენტეხის „ცხელების ცენტრში“ შესულ პაციენტს დაუდგინდა კორონავირუსი. მომენტალურად დაავადებათა კონტროლის სამსახური ჩაერთო კონტაქტების დადგენაში. ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირველადი და შემდგომი კონტაქტების გამოსავლენად. ჩვენ სასწრაფოდ დავნიშნეთ შტაბის სხდომა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრევენციული ღონისძიებების შესახებ. იმ სოფლებში სადაც გავრცელების მაღალი რისკია დაიწყება თერმოსკრინინგი, ასევე გაკეთდება გადაადგილების პუნქტები. შესვლა არ გამკაცრდება, ბლოკპოსტებზე მოხდება თერმოსკრინინგი და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის,“ - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, სავარაუდოდ 2 დღეში კორონავირუსით ინფიცრებულთან ყველა კონტაქტი დადგენილი იქნება.

მანამდე ამ თემაზე საუბრისას პრემიერმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო ზომების გამკაცრება არ გამორიცხა. მისი თქმით, ტესტის შედეგებს დღის ბოლომდე დაელოდებიან.

ცნობისთვის: ლენტეხში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ცნობილია, რომ პირს მრავლად ჰქონდა კონტაქტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S