დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება

09-04-2020 15:15:59 რეგიონები ,რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზა-სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზებისთვის მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში საჭიროა, 2020 წლის 10 აპრილის 16:00 საათიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე არსებული დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან, ამავე საავტომობილო გზის 248-ე კმ-ზე არსებულ ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე საავტომობილო მოძრაობის ჩაკეტვა, გარდა სამშენებლო სატრანსპორტო საშუალებებისათვის.

ჩაკეტვის პერიოდში, დასავლეთიდან-აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება, არსებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-204) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზაზე და დაფნარი-სამტრედია-ახალსოფელი და ბაშის სატრანსპორტო კვანძზე არსებული პანდუსი 2-ის გავლით განხორციელდება დაკავშირება თბილისის მიმართულებასთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები