Accentnews.ge
მამაკაცს, რომელმაც ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო, 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მამაკაცს, რომელმაც ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო, 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება

09/04/2020 13:50:09 სამართალი

ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ფაქტზე გამოძიება გუშინ დაიწყო, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოაგდო. ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ძაღლი თბილისში ვეტერინალურ კლინიკაში გადმოიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მუცლად მყოფი ლეკვები მკვდრები არიან, თავად ძაღლს კი მრავლობითი მოტეხილობა და შიდა სისხლდენა აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S