"კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა შიდა გავრცელებას არ უკავშირდება და ინფიცირების წყარო ცნობილია"

09-04-2020 19:47:13 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, "კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა შიდა გავრცელებას არ უკავშირდება და ინფიცირების წყარო ცნობილია".

„დილის შემდეგ დაემატა ოთხი დადასტურებული შემთხვევა, გახდა 218. ოთხივეს შემთხვევაში წყარო ცნობილია. ეს არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა. აქედან ორი პაციენტი არის ბათუმში, ორი ჩვენთან. ერთი უკვე მოყვანილია, მეორე გზაშია“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ტესტი დღეს 10 პაციენტს ჩაუტარდა და დაავდება არც ერთს დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 218 შემთხვევაა დადასტურებული. 218 ადამიანიდან 50 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები