ფონდში StopCoV უკვე 124 მლნ 200 ათასი ლარია მობილიზებული

09-04-2020 20:20:41 საზოგადოება

9 აპრილის მდგომარეობით COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში #StopCoV 124 მილიონ 200 ათასი ლარია მობილიზებული.

ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონდი „ქართუ“ – 100 მლნ ლარი, L-ჯორჯია – 50 ათასი ლარი, M B G . ემ-ბი-ჯი – 30 ათასი ლარი, გორის ცენტრალური საავადმყოფო „გორმედი“ – 40 ათასი ლარი, „ემენ ქემიკალ ჯორჯია“ – 30 ათასი ლარი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები – 22 ათასი ლარი, შპს „ბრიკო კავკასუს” – 20 ათასი ლარი, შპს „ევროცემენტი“ – 20 ათასი ლარი, „ქაშანური“ – 20 ათასი ლარი, „ლიბო გრუპი“ – 10 ათასი ლარი, დავით ზილფიმიანი – 10 ათასი ლარი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია – 10 ათასი ლარი, თამარ ტალიაშვილი – 10 ათასი ლარი, „გაზმშენი“ – 10 ათასი ლარი, Richmountain Geo Export – 10 ათასი ლარი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი – ხუთი ათასი ლარი, ზაზა ინასარიძე – ხუთი ათასი ლარი, შპს „სანდა“ – ხუთი ათასი ლარი, თბილისის სამგზავრო ტრანსპორტის მუშაკთა პროფესიული კავშირი – ხუთი ათასი ლარი, ონკოპრევენციის ცენტრის კავშირი – ხუთი ათასი ლარი, შპს „ეკონია“ – ხუთი ათასი ლარი, დავით კილაძე – სამი ათასი ლარი, შპს „ხელვაჩაურის პურპროდუქტები“ – სამი ათასი ლარი.

ამასთან, "ქართული ოცნების" მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები, სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები.

StopCoV–ის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ჩარიცხვა ყველას შეუძლია: ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები