დღეს ბათუმში კორონავირუსი დედასა და 10 წლის შვილს დაუდასტურდათ

09-04-2020 21:10:26 საზოგადოება

ბათუმში ახალი კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია დედა-შვილი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის განცხადებით, ორივე შემთხვევა იმპორტირებულია.

მისივე თქმით, 40 წლამდე ქალი და 10 წლის მოზარდი თურქეთიდან 5 დღის წინ დაბრუნდნენ. ისინი სარფის საბაჟოდან საკარნტინო ზონაში მოათავსეს, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კი კორონავირუსზე გამოიკვლიეს.

მათი ყველა კონტაქტი ცნობილია, მეთვალყურეობის ქვეშ ოჯახის კიდევ ორი წევრი იმყოფება. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. დედა-შვილი კლინიკა „მედალფაში“ არიან მოთავსებულები, სადაც ჯამში 16 პაციენტი მკურნალობს. ინფიცირებულთა შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, 6 მათგანს პნევმონია აქვს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 218 შემთხვევაა დადასტურებული. 218 ადამიანიდან 50 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები