საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა

09-04-2020 22:00:23 საზოგადოება

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 51 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე StopCoV.ge არის განთავსებული.

ამავე მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 218 ადამიანი.გარდაცვლილია 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 4722 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 408 მოქალაქეა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები