ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, როდის ჩაუტარდებათ ტესტირება უსიმპტომო ადამიანებს

09-04-2020 22:45:38 საზოგადოება

"უსიმპტომო ადამიანებს ტესტირება ჩაუტარდებათ ეპიდემიოლოგებისა და პირველ რიგში, ჯანდაცვის რგოლის მხრიდან მიტანილი ეჭვის საფუძველზე. ეს იქნება ძირითადად იქნება მათ ანამნეზის დეტალური შეკრების შემდეგ მიღებული გადაწვეტილება"- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.

„დღესდღეობით საქართველო არ იმყოფება გავრცელების იმ ფაზაზე, რომ ჩვენ მოვახდინოთ სწრაფი ტესტის ჩატარება ანტისხეულებზე, ვინაიდან ჩვენი ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობაში ჯერ არ არის გავრცელების ის კოეფიციენტი, სადაც ჩვენ შეიძლება ვეძებოთ უკვე გადატანილი ინფექციები. აქედან გამომდინარე, ჯერ რა თქმა, უნდა ალგორითმის გაფართოება ამ კუთხით არ იგეგმება, თუმცა დღის წესრიგში დგას და განვიხილავთ იმასაც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყველა უსიმპტომოს ჩავუტაროთ ტესტირება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 218 შემთხვევაა დადასტურებული. 218 ადამიანიდან 51 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები