The New York Times ქართულ მედია ჯგუფთან თანამშრომლობით ჟურნალ World Review-ს გამოსცემს

09-04-2020 23:32:30 საზოგადოება

წამყვანი ამერიკული მედია კომპანია The New York Times ქართულ ჟურნალ „დიპლომატთან“ თანამშრომლობით ყოველწლიურ მსოფლიო მიმოხილვას „World Review“-ს გამოსცემს. ჟურნალში მსოფლიო ლიდერების, ნობელის ლაურეატების და გავლენიანი ანალიტიკოსების სტატიებია გამოქვეყნებული.

„World Review არის გამოცემა, რომლის ფარგლებში The New York Times სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მედია საშუალებებთან თანამშრომლობს, ჩვენს რეგიონში ეს პირველი პრეცედენტია და მოხარული ვართ, რომ აღნიშნული გამოცემა სწორედ ჩვენთან თანამშრომლობით შეიქმნა.

რაც შეეხება ჟურნალის თემატიკას, ის მეტწილად ორიენტირებულია მსოფლიოში დემოკრატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათ საპასუხოდ ახალ, თანამედროვე და ინოვაციურ მოდელებს გვთავაზობს. ჟურნალში ასევე განხილულია ევროკავშირის პოლიტიკა და ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება მის ერთიანობას დაემუქროს, მეორე მხრივ კი გაანალიზებულია ახალი შესაძლებლობები ევროპის უფრო ძლიერ გაერთიანებად ჩამოყალიბებისთვის.“ - ნინო შარაშიძე, „ობსერვერ მედია ჯგუფის“ ხელმძღვანელი, ჟურნალ „World Review“-ს გამომცემელი.

მკითხველს შესაძლებლობა ექნება ჟურნალის ელ. ვერსიას უახლოეს დღეებში გაეცნოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები