"საქართველოში წარმოებული პირბადეები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერაა შემოწმებული და ის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სავსებით მისაღებია"

09-04-2020 23:36:08 საზოგადოება

"საქართველოში წარმოებულმა პირბადეებმა გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შემოწმება, ჩვენ მივეცით რეკომენდაციები- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" განუცხადა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ეს პირბადეები სავსებით მისაღებია მრავალჯერადი მოხმარებისთვის, შეიძლება მათი ცხელ წყალში გარეცხვა, დაუთოება, ხოლო სამედიცინო მიზნით აღნიშნული პირბადე ერთჯერადად გამოიყენება.

„ჩვენ გვაქვს დიდი დეპარტამენტი ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის, რომელიც სწორედ ამ ტიპის საკითხებზე მუშაობს, როგორი პირბადე უნდა ეკეთოს ადამიანს, როგორი ხალათი ეცვას. გელა გელაძე, შოთა ცანავა არიან ამ დარგის მაღალი ექსპერტები, მათ შეამოწმეს და დაწერეს, რომ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ეს პირბადეები სავსებით მისაღებია, მრავალჯერადი მოხმარებისთვისაც, შეიძლება გარეცხვა ცხელ წყალში, დაუთოება. თუ მას სამედიცინო მიზნით გამოიყენებ, უნდა ერთჯერადად მოვიხმაროთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები უკვე იყიდება. ერთი პირბადის ფასი 50 თეთრია. პირველ ეტაპზე ერთ მომხმარებელზე მაქსიმუმ 3 პირბადე გაიყიდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები