კორონავირუსით ინფიცირებული გია ხუროშვილი საზოგადოებას მიმართავს

09-04-2020 23:50:39 საზოგადოება

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშილის მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი, რომელიც ახალი კორონავრუსით არის ინფიცირებული, დაავადებასთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას საზოგადოებას უზიარებს.

"კორონავირუსთან ბრძოლის 10 დღე დღეს დასრულდა, ეს საზიზღარი ვირუსიც კი ემორჩილება გარკვეულ კანონზომიერებას და დაიწყო უკან დახევა.აღარ დავიწყებ სიმპტომების შესახებ მოყოლას, რადგან 10 დღეში ყველა სიმპტომი მქონდა, რაც ამ ვირუსს ახასიათებს.

იყავით იზოლირებული და თავად იზრუნეთ თქვენს ჰიგიენაზე, ოთახის დალაგებიდან დაწყებული ჭურჭლის დარეცხვით, რომ ოჯახის წევრებს აარიდოთ კონტაქტი.

ოთახი, სადაც იმყოფებით, სისტემატიურად გაანიავეთ, თუნდაც ციოდეს.

დანაყული ნიორი, მუდმივად გედგათ თავთან და ცვალეთ 24 საათში ერთხელ, ეს არის ბუნებრივი ანტისეპტიკი და სუნთქვას გაგიადვილებთ!

ძალიან ბევრი სითხე მიიღეთ, მათ შორის ელექტროლიტები!…

ვიტამინი C , დღეში 2 ჯერ ( სულ 2000 მგ) , ასევე ცინკი და ეცადეთ იკვებოთ სრულყოფლად….

თუ გაწუხებთ წნევა, ან სხვა ქრონიკული დაავადებები მიმართეთ ექიმს და მიიღეთ ის წამლები, რასაც ექიმი დაგინიშნავთ.

ეკონტაქტეთ მხოლოდ პოზიტიურ ადამიანებს…

მოკლედ ბევრის წერის თავი არ მაქვს, მაგრამ ამ კორონასაც გადავაგორებთ, მთავარია ადამიანებმა გადააფასონ ღირებულებები!…

გისურვებთ ჯანმრთელობას!….”, - წერს გია ხუროშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: გია ხუროშვილი წლებია, აშშ-ში ცხოვრობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები