საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა იზრდება

10-04-2020 10:14:00 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია.

  • თურქეთი: 42 282 ინფიცირებული, 908 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 926 ინფიცირებული, 9 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 921 ინფიცირებული, 10 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 10 131ინფიცირებული, 71 გარდაცვლილი

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 95 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 600 000–ს გადააჭარბა, 357 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 218 შემთხვევაა დადასტურებული. 218 ადამიანიდან 51 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები