საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 227-მდე გაიზარდა

10-04-2020 10:19:03 საზოგადოება

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9-ით გაიზარდა. ამდემად, ქვეყანაში ამჟამად 227 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 410 პირი.

ინფორმაციისთვის, 227 ადამიანიდან 52 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები