საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა

10-04-2020 10:22:19 საზოგადოება

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 52 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 410 პირი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 227 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 52 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები