Accentnews.ge
„ემპათია“: "საგანგებო მდგომარეობის პირობებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტები გამოიკვეთა"

„ემპათია“: "საგანგებო მდგომარეობის პირობებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტები გამოიკვეთა"

10/04/2020 08:51:51 სამართალი

არასამთავრობო ორგანიზაციის წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის „ემპათია“ განცხადებით „COVID-19-თან დაკავშირებით იზოლაციაში ან/და თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში, მათ შორის, კარანტინში, ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტები გამოიკვეთა“.

როგორც „ემპათიას” განცხადებაშია ნათქვამი, შექმნილი ვითარება ეფექტიანი კონტროლის მექანიზმებსაა მოკლებული.

„საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობებში გამოიკვეთა უხეში ფაქტები ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, ასე მაგალითად, ფოთში ადამიანის მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტი, ამგვარი ფაქტი დაფიქსირდა თერჯოლაში; ასევე ხშირია მოსახლეობის წუხილი გადამეტებული უფლებამოსილების გამოყენებით დაჯარიმების ფაქტებთან დაკავშირებითაც.

აღსანიშნავია, რომ შექმნილი ვითარება მოკლებულია ეფექტური კონტროლის მექანიზმებს, რაც კიდევ უფრო ხელსაყრელ პირობას ქმნის უფლებების დარღვევებისათვის.

დღესდღეობით მთელს მსოფლიოში ახალ გამოწვევად რჩება თავისუფლების შეზღუდვის პირობებში ადამიანის უფლებათა დარღვევის თემა, შემუშავებულია მთელი რიგი რეკომენდაციები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სამედიცინო თვალსაზრისით შეზღუდვები არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული ადამიანების უფლებების დარღვევისათვის.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოსცეს სპეციალური განკარგულება აღნიშნულ სიტუაციაში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მყარი გარანტიების დაცვის მიზნით.

ამასთანავე, მოვუწოდებთ სახელმწიფო ინსპექტორს, გამოძიება არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით წარმართოს წამების საწინააღმდეგო კონვენციისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს გამოძიების დაწყებას შესაბამისი და არა სხვა - უფრო მსუბუქი მუხლებით.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის წამება და არასათანადო მოპყრობა დაუშვებელია ნებისმიერ ვითარებაში, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის პირობებში.

არასათანადო მოპყრობის მსხვერპლით მოვუწოდებთ იყონ აქტიურნი და ნებისმიერი დარღვევის შესახებ დაგვიკავშირდნენ ცენტრ „ემპათია“ - ში „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ან /და ონლაინ მესენჯერის მეშვეობით (Rct.Empathy)”,- ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S