![გამოკითხვა: რით ამაყობენ მოქალაქეები დღევანდელ რუსეთში [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/1590.jpg)
გამოკითხვა: რით ამაყობენ მოქალაქეები დღევანდელ რუსეთში [ვიდეო]
07/06/2019 12:39:16 სხვა, მსოფლიო
რუსული ოპოზიციური ინტენრნეტ–პორტალები მოქალაქეთა მცირე გამოკითხვის ამსახველ ვიდეორგოლს ავრცელებენ, რომლიდანაც ირკვევა, რომ სადღეისოდ მათ ფაქტობრივად აღარ დარჩათ მიზეზი, სამშობლოთი იამაყონ. "აქცენტი" გამოკითხვის ფარგლებში დასმული კითხვებისა და გაცემული პასუხების ქართულ თარგმანს გთავაზობთ.
რა იწვევს თანამედროვე რუსეთში თქვენში სიამაყის გრძნობას?
– [ფიქრობს] ვერ გეტყვით
– [ფიქრობს და კითხვას უპასუხოდ ტოვებს]
– [ფიქრობს, შემდეგ იცინის და კითხვას უპასუხოდ ტოვებს]
– [ფიქრობს] არ ვიცი, თავში არაფერი მომდის
– არ ვიცი, ვერ გეტყვით
– [ფიქრობს] ახლა ამის თავი არ მაქვს.
– არაფერი
– ნამდვილად ვერ გეტყვით, რა გვაქვს ამჟამად საამაყო
– გადარჩენის სურვილი: მიუხედავად ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობისა, ფასებისა და ხელფასებისა, ხალხს მაინც შენარჩუნებული აქვს სურვილი, გააგრძელოს ცხოვრება.
ეს სიამაყის საფუძველია?
– [იგივე მოქალაქე] იმას ვგულისხმობდი, რომ ასეთი ძლიერი ხალხი გვყავს.
– ეროვნული სული
რაში გამოიხატება ეროვნული სული?
– [იგივე მოქალაქე] ძალიან რთული კითხვაა [მოჰყავს ციტატა პუშკინის ლექსიდან]
– ვამაყობ იმით, რომ დავიბადე რუსეთში და აქვე მოვკვდები.