Accentnews.ge
"პატიმრებს 30-წუთიანი უფასო სასაუბრო ექნებათ"

"პატიმრებს 30-წუთიანი უფასო სასაუბრო ექნებათ"

10/04/2020 10:26:50 სამართალი

"ერთი კვირის ვადაში ჩვენს პატიმრებს ექნებათ საუბრის არა 15, არამედ 30 უფასო წუთი, იმ პაემნების აკრძალვის ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით, რომელიც ჩვენ დავაწესეთ", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იცით, რომ 16 მარტს პატიმრებს 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დავუმატეთ. გუშინ ამ 15 წუთს დაემატა კიდევ ახალი პერსპექტივა, რომელიც ტექნიკურად 1 კვირის ვადაში გაიმართება. ეს არის "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" დონაცია. მინდა, საქართველოში მათ ხელმძღვანელს, მის მთელ გუნდს მადლობა ვუთხრა, რადგან ისინი დამატებით 15 წუთს დააფინანსებენ. შესაბამისად, 1 კვირის ვადაში ჩვენს პატიმრებს ექნებათ საუბრის არა 15, არამედ 30 უფასო წუთი, იმ პაემნების აკრძალვის ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით, რომელიც ჩვენ დავაწესეთ. სხვა გამოსავალი ახალ კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის მიზნებიდან გამომდინარე არც გვქონდა ,“ - განაცხადა წულუკიანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S