
რუსთავში დააკავეს კაცი, რომელიც გერზე ძალადობდა
10/04/2020 11:59:17 სამართალი
შსს-ის ინფორმაციით, რუსთავში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული კ.ო.დააკავეს. ის ნიგერიის მოქალაქეა.
უწყების ცნობით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, თავის საცხოვრებელ ბინაში,არასრულწლოვან გერს - 2003 წელს დაბადებულ ი.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.