Accentnews.ge
უკრაინის პოლიციამ სასულიერო პირები დააჯარიმა

უკრაინის პოლიციამ სასულიერო პირები დააჯარიმა

13/04/2020 09:08:59 სამართალი

უკრაინის პოლიციამ დააჯარიმა სასულიერო პირები, რომლებმაც წინა დღეებში ტაძრებში ხალხის სიმრავლე დაუშვეს.

ამის შესახებ ქვეყნის შინაან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა Twitter-ში დაწერა.

«გუშინ მთელ რიგ ეკლესიებში ხალხის სიმრავლის შესახებ მინდა, ვთქვა, რომ ეს ადამიანის ჯანმრთელობისადმი უპატივცემულობა და უპასუხისმგებლობაა, რომელსაც ღმერთთან არაფერი აქვს საერთო! სამ შემთხვევაში პოლიციამ სასულიერო პირებს ჯარიმები გამოუწერა. კიდევ 12 შემთხვევის მასალები შესწავლის სტადიაშია. ჩვენთან სინდისის თავისუფლებაა, მაგრამ იქონიეთ სინდისი!», - დაწერა მინისტრმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ტაძრების დახურვის გადაწყვეტილება არ მიიღო. საპატრიარქოს აზრით, უსაფრთხოების უკვე მიღებული ზომები საკმარისი იქნება ლიტურგიების დროს კორონავირუსის გავრცელების რისკის გამოსარიცხად.

რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ტაძრების დახურვა ასევე არ ისურვა, მრევლი ყველა მომავალ საზეიმო ღვთისმსახურებას დაესწრება.

• საბერძნეთში ოფიციალური ელადის ეკლესიის სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშნვის გადადების თაობაზე. გადაწყდა, 18-19 აპრილს, ღამით სააღდგომო ღვთისმსახურება დახურულ ტაძრებში აღესრულოს. ამგვარად – მრელის დასწრების გარეშე წარმოებს ღვთისმსახურება ახლაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S