
ყარაბაღში, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ხვალ ე.წ. არჩევნების მეორე ტური ჩატარდება
13/04/2020 09:48:27 კონფლიქტები
მთიანი ყარაბაღის ლიდერმა ბაკო სააკიანმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, რომელიც 12 მაისამდე გაგრძელდება.
ამის მიუხედავად, ხვალ, 14 აპრილს ყარაბაღში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება იგეგმება.
«დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხის სიბრძნის, დისციპლინირებულობისა და მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნების წყალობით ყველა სირთულეს დავძლევთ და შევძლებთ ამ რთულ დროს ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარებას, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნებია. არჩევნების დღეს ყველა საარჩევნო უბანზე მიღებული იქნება მკაცრი სანიტარულ-ჰიგიენური ზომები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა ნეგატიური შედეგის რისკი ნულამდე იყოს შემცირებული. ამ მნიშვნელოვან პერიოდს მთელი პასუხისმგებლობით გავივლით», - განაცხადა
ყარაბაღელმა ლიდერმა. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 14 აპრილისთვისაა დაგეგმილი. სადღეისოდ ყარაბაღში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 5 შემთხვევაა დაადასტურებული, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმედ ფასდება.