Accentnews.ge
გორთან ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და აგურით დატვირთული მისაბმელიანი სატრანსპორტო შეეჯახა

გორთან ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და აგურით დატვირთული მისაბმელიანი სატრანსპორტო შეეჯახა

13/04/2020 10:51:55 სამართალი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, სოფელ ახალშენთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი სხეულის მრავლობითი დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანა.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და აგურით დატვირთული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მგზავრი დაშავდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S