არის თუ არა უსაფრთხო ქუჩების მორეცხვისას გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებები – ტიკარაძის კომენტარი
13/04/2020 11:17:13 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქუჩების მორეცხვისას გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებები ჯანმრთელობისთვის რისკს არ შეიცავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ჩვენ დეტალურად გვაქვს გავლილი, თუ რა საშუალებებით მიმდინარეობს ამ ობიექტების მორეცხვა. არ ჩავთვლიდი, რომ ეს არის ზედმეტი რაოდენობით. შედგენილია კონკრეტული გრაფიკი და ასევე ჯერადობა, თუ რამდენ ხანში ერთხელ და მასალით იქნება ქუჩები მორეცხილი, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ არანაირ რისკს ჯანმრთელობისთვის ეს არ შეიცავს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.


