Accentnews.ge
ქრონიკული დაავადებების მქონე პირების პნევმოკოკის ვაქცინით აცრის გეგმა შემუშავების ეტაპზეა

ქრონიკული დაავადებების მქონე პირების პნევმოკოკის ვაქცინით აცრის გეგმა შემუშავების ეტაპზეა

13/04/2020 11:24:57 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარეობს გეგმის შემუშავება, როდის და როგორ მოხდება ქრონიკული დაავადებების მქონე პირების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არსებობს მტკიცებულებები, რომ პნევმოკოკის ვაქცინა ეფექტიანია და მას ბევრ წამყვან ქვეყანაში იყენებენ.

„გართულებების თავიდან ასაცილებლად ეს აცრა ნამდვილად იქნება ეფექტიანი, ვინაიდან, ამ აცრასთან დაკავშირებით არსებობს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და მტკიცებულება, რომ ის არის ეფექტური. ძალიან ბევრი წამყვანი ქვეყანა მიმართავს თავის მოსახლეობაში ამ აცრებს. ჩვენს შემთხვევაში მიმდინარეობს დეტალური დამუშავება იმ აცრების კალენდრის, თუ როგორ და როდის მოხდება ქრონიკური დაავადების მქონე პირების აცრა პნევმოკოკის აცრით. როგორც კი პროექტი იქნება დასრულებული, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს და მივმართავთ ამ ღონისძიებებს“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S