Accentnews.ge
ინფექციონისტის კორონავირუსით ინფიცირების წყარო უცნობია

ინფექციონისტის კორონავირუსით ინფიცირების წყარო უცნობია

13/04/2020 11:33:14 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის წყარო ამ დროისთვის უცნობია და მოკვლევა მიმდინარეობს.

„ყველა ის პირი, რომელიც ექიმთან კონტაქტში იმყოფებოდა, ამ ეტაპზე საკარანტინო ზონაშია. გარკვეული პირები, რომლებსაც სიმპტომატიკა აღნიშნებოდათ, უკვე დატესტილები არიან, თუმცა მათი პასუხი უარყოფითია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კეთილსაიმედო პროგნოზია. დანარჩენი პირები დაკვირვების რეჟიმში იმყოფებიან. ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ დეტალურად გამოიძიონ, თუ რა არის ექიმის ინფიცირების წყარო. ასევე, დამატებით მოვიძიოთ კონტაქტი, ვისთანაც ექიმი ახლო შემხებლობაში იმყოფებოდა“,-განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთ ინფექციონისტს კორონავირუსი დაუდგინდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S