Accentnews.ge
ქანთარია – ბერძენიშვილს: „ერთი მილიონი მოგცათ, პარლამენტი, თავდაცვა და კომიტეტი ჩაგაბარათ. ასეთი რა ვალი აქვს თქვენი?“

ქანთარია – ბერძენიშვილს: „ერთი მილიონი მოგცათ, პარლამენტი, თავდაცვა და კომიტეტი ჩაგაბარათ. ასეთი რა ვალი აქვს თქვენი?“

13/04/2020 17:04:39 საშინაო პოლიტიკა

„რით ვერ ამოვიდა საქართველო რესპუბლიკელების ვალიდან? ორპროცენტიანი პარტია პრეტენზიას აცხადებს ხალხის სახელით ლაპარაკზე“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია სოციალურ ქსელში წერს.

„მართლაც რომ საზღვარი არ აქვს ზოგიერთის მადას. ასეთი, რა ვალი აქვს ბიძინა ივანიშვილს რესპუბლიკური პარტიის?.. 2012 წელს ღატაკ პარტიას ერთი მილიონი აჩუქა, უსუფაშვილს პარლამენტი ჩააბარა, ხიდაშელს - თავდაცვის სამინისტრო, თავად ბერძენიშვლს კი საპარლამენტო კომიტეტი. ვერ შეიმშვენეს და ახლა, მუდმივად, ორპროცენტიანი პარტია პრეტენზიას აცხადებს ხალხის სახელით ლაპარაკზე. რით ვერ ამოვიდა საქართველო რესპუბლიკელების ვალიდან?“, – წერს ქანთარია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S