Accentnews.ge
მოსკოვი: საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ციხეებში რუსეთის 148 მოქალაქე იმყოფება

მოსკოვი: საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ციხეებში რუსეთის 148 მოქალაქე იმყოფება

14/04/2020 09:40:09 სამართალი

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებებში რუსეთის ფედერაციის 148 მოქალაქე იმყოფება, მათ შორის 37 - ეჭვმიტანილის, 84 – ბრალდებულის, 27 – მსჯავრდებულის სტატუსით, - იუწყება რუსეთის პრეზიდენტთან მოქმედი “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებათა საბჭო”.

მის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია რუსეთის შსს-ს მიერ მიწოდებულ სტატისტიკურ მონაცემებს ეფუძნება.

ამასთან, როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, რუსი მსჯავრდებულების მეოთხედი უცხოეთში არცთუ სახარბიელო ეპიდემიოლოგიური ვითარების მქონე ქვეყნებში იხდის სასჯელს. «ასე, მაგალითად, აშშ-ის პენიტენციურ დაწესებულებებში რუსეთის ფედერაციის 775 მოქალაქე იმყოფება, გერმანიაში - 654, საფრანგეთში - 218, ესპანეთში - 140, იტალიაში – 56», - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალაში ცალკე მოყვანილია მონაცემები რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც აფხაზეთისა (50) და ცხინვლის (5) ოკუპირებული რგიონების პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან სასჯელს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S