Accentnews.ge
"ნაციონალური მოძრაობა": "განათლების სამინისტრომ მიმდინარე სემესტრის დავალიანება ყველა სტუდენტს უნდა გადაუხადოს"

"ნაციონალური მოძრაობა": "განათლების სამინისტრომ მიმდინარე სემესტრის დავალიანება ყველა სტუდენტს უნდა გადაუხადოს"

14/04/2020 10:13:35 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, 2019-2020 წლის მეორე სემესტრის საფასური ყველა სტუდენტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გადაუხადოს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სამინისტროს ბიუჯეტში ამისთვის თანხები ნამდვილად არის:

"ყოველ მესამე ოჯახში არის სტუდენტი, ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს განათლების სამინისტროს, რომ მეორე სემესტრის თანხა ყველა სტუდენტს დაუფაროს. განათლების სამინისტროს ეს თანხა ნამდვილად აქვს, ხოლო იმ სტუდენტებს, ვინც ეს თანხა უკვე გადაიხადა უკან უნდა დაუბრუნონ გადასახადი", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S