Accentnews.ge
ბოლნისში სასწრაფო დახმარების ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოლნისში სასწრაფო დახმარების ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

14/04/2020 10:42:16 საზოგადოება

ბოლნისის რაიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხუთ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს ყველა იმ ადამიანის კვლევა, ვინც ინფიცირებულ მედპერსონალთან შემხებლობაში იყო.

სამინისტროს ინფორმაციით, მათთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია გადასული.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S