Accentnews.ge
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: "დაკავებულია ჩვენი უწყების გენერალი, რომელიც ФСБ–ს სასარგებლოდ ჯაშუშობდა და ქვეყანაში ტერაქტების განხორციელებას გეგმავდა"

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: "დაკავებულია ჩვენი უწყების გენერალი, რომელიც ФСБ–ს სასარგებლოდ ჯაშუშობდა და ქვეყანაში ტერაქტების განხორციელებას გეგმავდა"

14/04/2020 16:00:21 სამართალი, მსოფლიო

"დაკავებულია ჩვენი უწყების გენერალ–მაიორი ვალერი შაიტანოვი, რომელსაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი", – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) ავრცელებს.

უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, შაიტანოვს სამშობლოს ღალატსა და ტერორისტული აქტების დაგეგმვას ედავებიან.

„რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით იგი აპირებდა ცნობილი მებრძოლის [აღმოსაველთ უკრაინაში] ადამ ოსმაევის მვკლელობას. შევაგროვეთ საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ცხადჰყოფენ, რომ შაიტანოვი არის ФСБ–ს აგენტი“, – აცხადებენ СБУ-ში.

უწყების ცნობით, შაიტანოვი აგრეთვე დაკავებული იყო უკრაინელი სპეცსამსახურების ოფიცრების გადაბირებით ФСБ-ს სასარგებლოდ დავალებების შესასრულებლად, ხოლო თავად იგი მოსკოვს გადასცემდა ინფორმაციას უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ, მათ შორის საიდუმლო ოპერაციებზე, ასევე – СБУ–ს ხელმძღვანელობაზე.

„გარდა ამისა, გამოძიებას აქვს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთის სპეცასმსახურების დავალებით შაიტანოვი აპირებდა უკრაინის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელებას, რისთვისაც ФСБ–ს წარმომადგენელი მას ჯილდოს სახით 200 000 აშშ დოლარს და რუსეთის მოქალაქის პასპორტს დაჰპირდა“, – აცხადებენ СБУ-ში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S