Accentnews.ge
ამირან გამყრელიძე: „ციფრები შეიცვალა...კორონავირუსი სიცოცხლისთვის უფრო საშიში ხდება“

ამირან გამყრელიძე: „ციფრები შეიცვალა...კორონავირუსი სიცოცხლისთვის უფრო საშიში ხდება“

14/04/2020 16:25:30 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსი სიცოცხლისთვის უფრო საშიში ხდება. ამის სესახებ მან მსოფლიოში ეპიდვიტარების შეფასებისას განაცხადა.

იანვარ–თებერალში ვსაუბრობდით, რომ ინფექცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობდა და სიკვდიალიანობა მერყეობდა 1–2%–ს შორის, დღეს ეს ციფრები საგრძნობლად შეიცვალა: გასაშუალოებული მაჩვენებელი თითქმის 5%–ს მიუახლოვდა, ანუ დაავადება გარდა იმისა, რომ ვრცელდება, მძიმდება და ამავე დროს, სიცოცხლისთვის უფრო საშიში ხდება . ეს გასათვალისწინებელი ფაქტია. ეს ჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს“,– განაცხადა გამყრელიძემ.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვნად იძაბება ვითარება როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ისე რეგიონში – საქართველოს სამეზობლოში.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ 14 აპრილს საქართველოში დაფიქსირდა 30 ახალი შემთხვევა, საყუდარებო და საგანგაშო სიგნალია.

24 საათში 30 ინფიცირებული, ეს ბევრის მანიშნებელია. ეს ძირითადად არის 12 ჯგუფში – სხვადასხვა კლასტერებია. უკვე 10 ინფიცირებული მედიცინის მუშაკი გვყავს და დღეს დილით დაგვიდასტურდა შემთხვევა სასულიერო პირში. ანუ შემთხვევები გვაქვს ყველა სოციალურ ფენაში. ვირუსი გლობალურად ცირკულირებს და იცით, რომ ჯერ მასთან ბრძოლის რადიკალური საშუალებები – ვაქცინა და ეტიოტროპული პრეპარატი არ არსებობს. ერთადერთი იარაღი დღეს სოციალური დისტანცირებაა“,– აღნიშნავს გამყრელიძე.

ის დარწმუნებულია, რომ ვაქცინა შეიქმნება, მანამდე შეიქმნება მედიკამენტი, მაგრამ იმისთვის, რომ აღნიშნული საშუალებების ხელმისაწვდომობამდე საქართველომ რიგი ქვეყნების ბედი არ გაიზიაროს, ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის, სახელმწიფოს რეკომენდაციების გათვალისწინება გადამწყვეტია:

"ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქს. ვატყობ, რომ ქალაქში ისევ დადის ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა, ადამიანები ისევ იკრიბებიან, ეს დაუშვებელია – იცოდეთ, ცეცხლს ვეთამაშებით! პირდაპირ გეტყვით, მომავალი 2–3 კვირა მძიმე იქნება: 300–ს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია კიდევ უფრო სწრაფი ზრდა [ინფიცირების შემთხვევების]. ამის ნიშანი გუშინ უკვე გვქონდა".

როგორც გამყრელიძე ამბობს, ერთ–ერთი მოდელირებული სცენარის მიხევით, თუ სოციალური დისტანცირება მოვადუნეთ და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით განსაზღვრული რეგულაციები არ დავიცავით, აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში ქვეყანაში რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება:

„მათგან 20–30%–ს დასჭირდება ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული ღონისძიებები, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტენისთვის და სამწუხაროდ, გვექნება დანაკარგები. ამიტომ, ამ ყველაფერს ძალიან სერიოზულად უნდა მოვედიკოთ. ვთხოვ, მოსახლეობას, დავიცვათ ყველა წესი, დარჩით სახლში, დაიცავი დისტანცია, არ შევიკრიბოთ სამ ადამიანზე მეტი, არ გავმართოთ სუფრები, შევიკავოთ თავი იქნება ეს ტრადიციული, რელიგიური თუ არარელიგიური ღონისძიებებისაგან“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S