
აფხაზეთის მაცხოვრებლებს აღდგომის სახლებში აღნიშნვისკენ მოუწოდებენ
14/04/2020 19:30:54 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებრივმა პალატამ მოსახლეობისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოქალაქეებს აღდგომის ბრძწინვალე დღესასწაულის სახლებში აღნიშნვისკენ მოუწოდებს.
«აფხაზეთის პირობებშიც შესაძლებელია სააღდგომო ღვთისმსახურების ონლაინ-ტრანსლაციის ორგანიზება. ეს მორწმუნეებს ბრწყინვალე დღესასწაულზე ერთობის განცდის შესაძლებლობას მისცემთ. გავიხსენოთ, როგორ აღნიშნავდნენ ათასწლეულების წინ აღდგომას მორწმუნეები კატაკომბებში და ეს მხოლოდ აღამაღლებდა მათ ლოცვას. ჩვენი სახლები და ბინები ჩვენი განცდებით იქნება ნაკურთხები და ეს პანდემიასთან ბრძოლაში სიმტკიცეს შეგვმატებს», - ნათქვამია მოქალაქეებისადმი მიმართვაში.