Accentnews.ge
«Известия» აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის გადაიარაღების შესახებ იუწყება

«Известия» აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის გადაიარაღების შესახებ იუწყება

15/04/2020 11:57:27 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის რაიონში მდებარე მე-7 რუსული სამხედრო ბაზის Т-90 ტიპის ტანკები პირველები გაივლიან მოდერნიზებას Т-90М «Прорыв»-ის პროექტით, - იუწყება რუსული გამოცემა «Известия».

«განახლების შემდეგ Т-90-ებს ქვეყნის დასავლეთ საზღვრების დასაცავად გაგზავნიან. აფხაზეთში მდებარე სამხედრო ნაწილები კი მათ ნაცვლად Т-72Б3-ებს მიიღებენ», - აღნიშნულია გამოცემის სტატიაში. სამხედრო ბაზების გადაიარაღება მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, - განუცხადეს «Известия-ს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

• რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-7 ბაზა ოკუპირებულ აფხაზეთში 2009 წლის თებერვალში განლაგდა. იგი 131-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის საფუძველზე ჩამოაყალიბეს, რომელიც მანამდე მაიკოპში იყო დისლოცირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S