
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურთან ხანძარია
15/04/2020 14:56:59 სამართალი, რეგიონები
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურთან ხანძარია. ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა.
ძლიერი ქარის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება ცეცხლის ლოკალიზება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გადადების საშიშროება არ არსებობს. რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.