Accentnews.ge
შავ ოქროზე მსოფლიო მოთხოვნა 1995 წლის დონემდე დაეცა

შავ ოქროზე მსოფლიო მოთხოვნა 1995 წლის დონემდე დაეცა

15/04/2020 15:30:34 მსოფლიო, ეკონომიკა

მიმდინარე წელს ნავთობზე მსოფლიოს სადღეღამისო მოთხოვნა რეკორდულ 9,3 მლნ ბარელამდე დაეცემა, მათ შორის აპრილში, წინა წლის აპრილთან შედარებით – დღეში 29 მლნ ბარელით და 1995 წლის ნიშნულს გაუტოლდება, - ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მოხსსენებაში.

მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ Brent-ის ტიპის ნავთობის ივნისის ფიუჩერსებმა კლება გააძლიერეს და ბარელში 28,5 დოლარამდე ჩამოქვეითდნენ.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ნავთობზე მოთხოვნამაც ვარდნა დაიწყო.

ამასთან, მსოფლიო ბაზარზე დღეში ნავთობის 20 მლნ ბარელის სიჭარბე აღინიშნა. კორონავირუსის პანდემიის შედეგებმა მოპოვების შემცირების პირობებთან დაკავშირებით რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის უთანხმოებები გაამწვავა. შედეგად მარტში ნავთობის ფასები რამდენჯერადად შემცირდა და გარკვეული მომენტისთვის ბარელში 20 დოლარს ჩამოსცდა.

აპრილში OPEC+-ის ჯგუფის ქვეყნები, რუსეთის ჩათვლით, შეთანხმდნენ, სადღეღამისო მოპოვება რეკორდულ 9,7 მლნ ბარელამდე შეემცირებინათ. ეს ზღვარი მიმდინარე წლის მაის-ივნისისთვის დადგინდა, შემდგომში კი შეზღუდვის შერბილებაა გათვალისწინებული.

თუმცა “ფორბსის” რუსული ბიუროს ექსპერტების აზრით, მოპოვების რეკორდული შემცირება ნავთობის ფასებს შემდგომი ვარდნისგან ვერ დაიცავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S