Accentnews.ge
"სააღდგომოდ ეკლესიები არ დაიხურება"

"სააღდგომოდ ეკლესიები არ დაიხურება"

15/04/2020 17:13:39 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

"მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მსახურება რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება", – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

"მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ დიდ ტაძრებში 2-მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, მცირე ზომის ეკლესიაში მხოლოდ მოძღვრები და ეკლესიის მსახურები იქნებიან. ამასთან, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის დაცვას. დაბეჯითებით მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებში დაწესებული კომენდანტის საათის დროს, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იზღუდება გადაადგილება, ამ ნორმის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას“ , – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოებზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S