Accentnews.ge
ექიმი საპატრიარქოს მიმართავს

ექიმი საპატრიარქოს მიმართავს

15/04/2020 19:58:36 ციტატა

"სახლში დარჩი იმას ნიშნავს, რომ ექიმებს კლინიკის შიგნით ნაკლები სამუშაო ექნებათ. კლინიკის შიგნით მუშაობა პაციენტისთვის მართვით სუნთქვაზე გადაყვანას ნიშნავს, ყველაზე კარგ შემთხვევში –ინფექციურ განყოფილებაში მოთავსებას. არსებობს შანსი, რომ პაციენტი საერთოდ ვერ მოხსნან აპარატიდან – გარდაიცვალოს. თუ ჩვენ სახლში არ დავრჩებით, დაავადების სწრაფად გავრცელება გამოიწვევს დიდი რაოდენობით პაციენტების არსებობას. რესურსი, რომ ერთდროულად ბევრ პაციენტს უმკურნალოს, არათუ საქართველოს, ავსტრიასაც არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ექიმი დადგება არჩევანის წინაშე – გადაარჩინოს თქვენი სიცოცხლე თუ სხვისი. ნურც თქვენს სიცოცხლეს ჩააგდებთ ასეთ მდგომარეობაში და ნურც ექიმებს დააყენებთ მსგავსი არჩევანის წინაშე. მივმართავ ეკლესიასაც, ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი მრევლი დაინდოს. ხომ სჭირდება მრევლი რაოდენობრივად მაინც?! თუ ხალხი ამოწყდა, ეყოლება ნაკლები მრევლი, ან საერთოდ არ ეყოლება. რა საჭიროა ასეთი დღესასწაული, თუ შემდეგ ის მსგავს ტრაგედიასთან შესაძლოა, იყოს დაკავშირებული?! დიდი თხოვნა მაქვს, დარჩით სახლში!"

განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ირმა კვიცარიძემ.

ცნობისთვის: მიუხედავად ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა, კომენტანტის საათისა და სამ პირზე მეტის თავშეყრის აკრძალვისა, სააღდგომო ლიტურგია ტრადიციულად ჩატარდება. როგორც საპატრიარქოს მიერ დაანონსდა, დიდ ეკლესიებში მრევლი 2–მეტრიან დისტანციას ტაძარში დაიცავს, ხოლო პატარა ეკლესიებში – ეზოებში, მანამდე კი მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, პატარა ეკლესიებში მსახურებას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები საზოგადოებას დადგენილი შეზღუდვების შესრულებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში თვის ბოლოსთვის ათასობით ინფიცირებულის არსებობას პროგნოზირებენ.

აღსანიშნავია, რომ სადღეისოდ კორონავირუსის არც ვაქცინა და არც კონკრეტული მედიკამენტი არ არსებობს. ამიტომ მთავარი რეკომენდაციაა სოციალური დისტანცია და შინ დარჩენა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S