Accentnews.ge
"ჩვენ პირველივე დღეებიდან დავიწყეთ დაგეგმვა და გავაკეთეთ არაერთი სცენარის მოდელირება"

"ჩვენ პირველივე დღეებიდან დავიწყეთ დაგეგმვა და გავაკეთეთ არაერთი სცენარის მოდელირება"

16/04/2020 08:54:43 საზოგადოება, რეკლამა

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ სტუმრობისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ეპიდემიასთან ბრძოლაში თავდაცვის ძალების მიერ გაწერილ სავარაუდო სცენარებზე იმსჯელა. მისი თქმით, თავდაცვის უწყებამ პირველივე დღეებიდან დაიწყო დაგეგმვა, გაკეთდა არაერთი სცენარის მოდელირება და ყველაზე რადიკალური, რთული სცენარისთვისაც კი, დეტალური გეგმა გაიწერა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა საუბრისას აღნიშნა, ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დამატებითი ქალაქების დაკეტვის თაობაზე მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, თავდაცვის ძალებს კიდევ დაემატება კონტროლის არეალი, გაიზრდება მობილური და სტაციონარული გადაადგილების კონტროლის პუნქტების რაოდენობა, რაც ძალიან დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვს.

„ჩვენი სამხედროები რისკის ზონაში იმყოფებიან, ჩვენ არ ვიცით დაინფიცირებულ მოქალაქესთან გვიწევს თუ არა შეხება. ჩვენი ამოცანა, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესია, მაქსიმალურად შევამციროთ მობილობა და მოქალაქეების გადაადგილება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S