Accentnews.ge
სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ კადიროვს პროდუქტების შეძენაში დახმარების თხოვნის გამო ბოდიში მოუხადა

სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ კადიროვს პროდუქტების შეძენაში დახმარების თხოვნის გამო ბოდიში მოუხადა

16/04/2020 10:18:19 კავკასია

ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელევიზიამ სიუჟეტი გაუშვა, რომელშიც მოქალაქე ზარა თეფსურკაევა ბოდიშს უხდის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვს თხოვნისთვის, მას პროდუქტების შეძენაში დაჰხმარებოდნენ.

აუდიოჩანაწერში, რომელიც WhatsApp-ში გავრცელდა, თეფსურკაევა ჩიოდა იმის გამო, რომ შესაძლებლობა არ ჰქონდა, პროდუქტების ერთი კვირის მარაგი შეეძინა. იგი ეკითხებოდა კადიროვს, რა ქნას მისმა ოჯახმა? სიუჟეტის ავტორები კი აღნიშნავენ, რომ სოცქსელების მომხმარებლებმა შესაძლოა, იფიქრონ, თითქოს ჩეჩნეთის ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველი ოჯახი ბედის ანაბარა მიატოვა.

ურუს-მარტანის რაიონის (იქ სახლობენ თეფსურკაევები) ადმინისტრაციის უფროსი ვალიდ აბდურეშიდოვი ეუბნება ქალს: «თქვენ 600 კვადრატულ მეტრამდე მიწა გაქვთ. ფადიშაჰი ვალდებული არ არის, გამოგკვებოთ. ნუთუ შეუძლებელია, კუთვნილი მიწა დაამუშავო, თავი ირჩინო და საკადრისად მოიქცე?!». საპასუხოდ ქალმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ კადიროვს თხოვნით მიმართა და განმარტა, რომ მიზეზი, რის გამოც ვერაფერს რგავდა, წვიმიანობა იყო. სიუჟეტში ასევე მოთხრობილია, რომ მისი ქმარი ინვალიდია და მათ 9 შვილი ჰყავთ. აჰმად კადიროვის სახელობის ფონდი კი ამ ოჯახს არაერთხელ დაჰხმარებია. «ექვსნი ხართ, ვისაც ამ ეზოში მუშაობა შეგიძლიათ. არაფერი გეკუთვნით, რადგან არ აფასებთ იმას, რაც გაქვთ», — მიმართა ქალს აბდურეშიდოვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S