Accentnews.ge
კარანტინის მიუხედავად, ცხინვალი სამხედრო აღლუმზე უარის თქმას არ აპირებს

კარანტინის მიუხედავად, ცხინვალი სამხედრო აღლუმზე უარის თქმას არ აპირებს

16/04/2020 11:22:09 კონფლიქტები

რუსეთის ხელისუფლებისგან განსხვავებით, ცხინვალის რეჟიმი გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის ჩატარების გადაწყვეტილებას ჯერ-ჯერობით არ ცვლის.

«გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო აღლუმი სამხედრო ტექნიკის მონაწილეობით ცხინვალის ცენტრში 9 მაისს გაიმართება. მას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვიქტორ ფეოდოროვი უხელმძღვანელებს და თადაცვის მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი იბრაგიმ გასეევი ჩაიბარებს. 25 აპრილამდე წვრთნები და რეპეტიციები ჩვეულ რეჟიმი გაგრძელდება. 25 აპრილის შემდეგ კი გადავწყვეტთ, რა პირობებში ჩატარდება აღლუმი” – განაცხადა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფრომა ინგა ჩეხოევამ.

დღეის მდგომარეობით, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში თვითიზოლაციაში 165 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 19 –​ მედიკოსების დაკვირვების ქვეშ სტაციონარებში. გუშინ მათ შეემატა ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოყვანილი 10 ადამიანი, რომელიც 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის. ადგილობრივთა მიერ საკარანტინო ნორმების დარღვევის შემთხვევების მატების გამო 15 აპრილიდან დე ფაქტო რესპუბლიკაში ჯარიმების ოდენობები გაზარდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S